ვინ და როგორ ცხოვრობდა იმერეთში ადრე? - ნიკო ნიკოლაძის მოგონებები ქუთაისზე

0
საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ ცხოვრების პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქუთაისში გადადგა. ნიკოლაძეების ოჯახი ქალაქში კულტურულ სალონი იყო. 1927 წელს ნიკომ ისტორიკოს სილოვან ხუნდაძის თხოვნით ქუთაისზე მოგონებების წერა დაიწყო, რომელთა დახმარებით ჩვენი ქალაქის ისტორიის ზუსტი აღდგენაა შესაძლებელი. აი, , რას წერს ის ქუთაისის უბნებზე და მკვიდრნზე: "როცა ბაბუაჩემი იმერეთს დაბრუნდა, ქუთაისში რიონ გაღმა, სამხრეთით მოსახლეობის ნასახი მხოლოდ სამ ალაგას ჩანდა: მწვანეყვავილას ძირში მეფის დროიდან მუდამ ებრაელები სახლობდნენ, რომლებსაც ქვითკირის თორა ჰქონდათ. აქვე ცხოვრობდნენ ახალციხიდან გადმოსახლებული კათოლიკე ფრანგები. როგორც ირკვევა იმერული წარმოშობის მოსახლეობა ერთმანეთისაან დაშორებულ პატარა სოფლებში ცხოვრობდა. მათი უმრავლესობა უგლეხო აზნაურები იყვნენ. ვაჭრობა იმერეთში სათაკილო საქმედ ითვლებოდა, სწორედ ამიტომ ვაჭრობას უცხოელები მისდევდნენ", - წერს ნიკოლაძე
#ნიკონიკოლაძე
#ქუთაისისისტორია
#kutaisidaily
0