4 votes
0 comments
0 shares
Save
5 views
Anuna Bukia
Tbilisi · 1 year ago

სალომე ჯიბლაძე


Anuna Bukia
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
ძველი თბილისის ქრონიკები
Tbilisi · 2 weeks ago
რა შენობაა გამოსახული ფოტოზე ?
თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს მიხაილოვის (ახლ. აღმაშენებლის) ქუჩაზე N 150. აღსანიშნავია, რომ 1899 წლის დეკემბერში ი. სტალინი მუშაობას იწყებს თბილისის ობსერვატორიაში დამკვირვებელ-გამომთვლელად. სტალინი ობსერვატორიის მახლობლად მიდგმულ ფიცრულ ბინაში ცხოვრობდა. აქვე მის გარდა ცხოვრობდნენ ვ. კეცხოველი (ლადო კეცხოველის უმცროსი ძმა) და ვ. ბერძენიშვილი, რომლებიც აგრეთვე მუშაობდნენ ობსერვატორიაში. ობსერვატორია თბილისის ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის კონსპირაციულ ცენტრად გადაიქცა. ამ ჯგუფში შედიოდნენ ი. სტალინი, ა. წულუკიძე, ლ. კეცხოველი. ს. ჯიბლაძე, მუშები – მ. ბოჭორიძე, ზ. ჩოდრიშვილი, ვ. სტურუა და სხვები. ხელმძღვანელ ცენტრალურ პარტიულ ჯგუფს მუშაობაში დახმარებას უწევდნენ რუსეთიდან ამიერკავკასიაში გადმოსახლებული რევოლუციური სოციალ-დემოკრატები ვ. კურტანოვსკი, მ. კალინინი.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
პურზე ფასი არ გაიზრდება, ხორბლის, ფქვილის და პურის მიწოდებაში შეფერხება არ იქნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს. „ხორბლის მარაგები მუდმივად კონტროლდება. საგანგებო პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ პურზე ფასები არ გაიზრდება, მიწოდებაში არ იქნება შეფერხება და შეზღუდვა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტი გააცნო. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროში შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს. ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია. #პური #კორონავირუსი #კოვიდ19
Anuna Bukia
Tbilisi · 1 year ago
მანგლისი-წალკა
Anuna Bukia
Tbilisi · 1 year ago
არტ ვილა გარიყულა ART VILLA GARIKULA
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 2 weeks ago
ბოკერია გერმანიის ელჩის შესახებ: თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის განცხადებას, რომელიც ეხებოდა 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას. „თანავუგრძნობ მას, უკვე მერამდენედ უნდა გაეხვიოს ეგეთ შარში, არ ვიცი. თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს მთელ პარტიას ბოდიში მოგვიხადა, შეცდომაში შემიყვანეს 20 ივნისზეო, ხომ გახსოვთ, აქ რომ მოიყვანა მთავრობამ? ასე რომ, ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე დიპლომატებს და შარში ეხვევიან. თანავუგრძნობ მას ამ გაუგებრობის და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. რაღაცნაირად ახლა უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან”, - გიგა ბოკერიას კომენტარს „ტაბულა“ აქვეყნებს. კნირშის განმარტებით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. „8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება. ჩვენ, როგორც ფასილიტატორთა ჯგუფმა, მოვუწოდეთ პოლიტიკურ ძალებს, რათა გაერთიანდნენ, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც ორშაბათს ჩატარდება და დაამტკიცონ ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც საქართველოს უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს. კარგი საარჩევნო კანონი ოპოზიციის უფლება კი არ არის, რომელსაც მას ან მისცემ, ან - არა. ის ადამიანების უფლებაა“, - ამბობს კნირში. „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა. 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პარტია „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც ოპოზიცია აცხადებს, პატიმრობიდან ასევე უნდა გათავისუფლდეს „მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა, რასაც გულისხმობს 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება. 25 ივნისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თქვა, რომ მიღწეული ორმხრივი კომპრომისის შემდეგ სურს იხილოს, როგორ შესრულდება შეთანხმების ორივე პირობა. „ჩვენი განცხადებებით ცხადად ვთქვით, რომ, როგორც ფასილიტატორები, კომენტარს არ გავაკეთებთ შეთანხმების სპეციფიკურ დეტალებზე. 8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა. ეს იყო მისი ნამდვილი წარმატება - რომ ისინი შეიკრიბნენ, რთულ კომპრომისებზე წავიდნენ და საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა კი ყველას სურს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. ორი კენჭისყრა გვქონდა შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო სისტემას მომავალი არჩევნებისათვის. ასევე უნდა შესრულდეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეეხება პოლიტიკურ ჩარევას და სასამართლო პროცესს და შერჩევით გამოძიებას“, - განაცხდა კელი დეგნანმა.#ახალი_ამბები#twitter
Anuna Bukia
Tbilisi · 1 year ago
Flow. festival.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
"კანონიერმა ქურდებმა"პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლეს
„კანონიერმა ქურდებმა“ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს. ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს. საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, არაერთ კრიმინალურ „ავტორიტეტს“ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც სხვა ქვეყნებში მათი გადაადგილება შეზღუდა. ამასთან, უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში მათი დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხდება. ძირითადად საუბარია იმ „კანონიერ ქურდებზე“, რომლებიც 2013-18 წლებში საქართველოს სასამართლოებმა უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართულმა მართლმსაჯულებამ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზებიდან გაათავისუფლა 30-ზე მეტი „კანონიერი ქურდი“, მათ შორის არიან საკმაოდ გავლენიანი და პოსტსაბჭოთა სივრცეში აღიარებული კრიმინალური „ავტორიტეტები“. აღნიშნული პირების უმეტესობა სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტაციით რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საქართველოს ეცნობა, პრეზიდენტმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. „პრეზიდენტის ბრძანებით ამ ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. ეს მოხდა ისე, რომ არ გადამოწმებულა, რეალურად ჰქონდათ, თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანის მოქალაქოების გარეშე დატოვება. ეს მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. დღეს ისინი არცერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან, შეზღუდული აქვთ მთელი რიგი სერვისები, მათ შორის დიდი ძალისხმევა გვიწევს სასამართლოში მათი საქმის წარმოება ეფექტურად რომ განვახორციელოთ“, – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე. ის კრიმინალური „ავტორიტეტის“ ილია სამსონიას ინტერესებს იცავს. სამსონია ერთ-ერთია, ვინც პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებას სასამართლოში ითხოვს. #News#საქართველოს პრეზიდენტი# კანონიერი ქურდები# სარჩელი##tbilisidaily#dailynews
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
მამუკა მდინარაძე- პრეზიდენტის გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ ყოფილა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე არ იყო სწორი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ ყოფილა. არ გამართულა არც კონსულტაციები ამ საკითხზე. „პოლიტპატიმარი არც ერთია და არც მეორე. არ არიან საქართველოში პოლიტპატიმრები. ამ სიმართლეს ვერსად ვერ წაუვა ვერავინ. რამდენჯერაც არგუმენტების გარეშე არ უნდა ახსენოთ, პოლიტპატიმარი ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა აუცილებლად პოლიტპატიმარი იქნება და საზოგადოება ასე აღიქვამს. სიღრმეში არ შედიან ხოლმე და საერთოდ არ ლაპარაკობენ იმაზე, მაგალითად, გიგი უგულავა რატომ არის პოლიტპატიმარი და რაიმე უკანონობა იყო მის საქმეში თუ არა. შეიძლება, ახლა დაიწყონ ამ საუბრის შემდეგ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არავინ არ დაობს იმაზე, მან 48 მილიონი ამ შემთხვევაში მოიპარა, წაიღო და თავის პარტიულ მიზნებს მოახმარა თუ არა, უბრალოდ, ამბობენ, რომ ის პოლიტპატიმარია. რადგან ახლა ასეთი მოცემულობაა ,რადგან პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს პრაგმატულობით ახსნა; იმით ახსნა, რომ ამით იარაღი გამოაცალა, სპეკულაციური იარაღი ოპოზიციას, რომ მათ ვერ შეძლონ პროცესების ჩიხში შეყვანა და მე საერთოდ არ მგონია, რომ ეს პროცესები იმგვარ ჩიხში შეგვიყვანდა, რომ ვერ მივიღებდით საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ ეს მისი ახსნაა, გასაგებია. მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასე არ მოვიქცეოდი ნამდვილად და მე ეს შეცდომა მგონია, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა. რეალურად, 48 მილიონის მოპარვას ეს არ ფარავს არ რეცხავს. გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რომელსაც არჩევნებში შეფასება და მხარის დაჭერა ჰქვია, ამას იღებს ამომრჩეველი და ამას ცალკე ამომრჩეველი შეაფასებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. #მამუკა მდინარაძე# პრეზიდენტის გადაწყვეტილება#ირაკლი ოქრუაშვილი#გიგი უგულავა# შეწყალება#tbilisidaily#newsdaily
TV Imedi
Tbilisi · 3 weeks ago
სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 2 weeks ago
სამადაშვილი რურუაზე გერმანიის ელჩის განცხადებას "გარკვეულწილად დიპლომატიურ შეცდომას" უწოდებს
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სალომე სამადაშვილი გერმანიის ელჩის საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშის განცხადებას გიორგი რურუაზე დიპლომატიურ შეცდომას უწოდებს. ასე შეაფასა მან რიშის ის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები არ იყო. "პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, სამწუხაროდ, ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოს ელჩს, გარკვეულწილად, დიპლომატიური შეცდომა მოსდის... ამ შემთხვევაშიც, მან, გარკვეულწილად არაზუსტი ინფორმაცია თქვა იმიტომ, რომ, დიახ, კონკრეტული სახელი და გვარები არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში, მაგრამ ზეპირი შეთანხმებით ყველამ იცოდა, რა საკითხებს შეეხებოდა", - თქვა სამადაშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლება გაიხსენა, რომელზეც თქვა, რომ ამ შეთანხმების ნაწილი იყო. გუშინ, 26 ივნისს გერმანიის ელჩმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან განმარტა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. "8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება". გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. ორშაბათს, 29 ივნისს კი საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი უნდა შეიცვალოს. ამ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.#ახალი_ამბები#twitter