გერმანიაში, ხორცის საწარმოში 650 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

0
გერმანიაში, ხორცის საწარმოში 650 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ გიუტერსლოში მოხდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ხორცის საწარმოში მუშაობის პროცესი რამდენიმე დღეა შეწყვეტილია. კორონავირუსის ტესტი უკვე გაუკეთეს საწარმოს 1 000 თანამშრომელს, კიდევ ათასობით ადამიანი ტესტირების რიგშია. საწარმოს ხელმძღვანელობამ ყველა თანამშრომელს თვითიზოლაციისკენ მოუწოდა. მომხდარის გამო რეგიონის სკოლებსა და ბაღებში სწავლა თვის ბოლომდე შეწყდა. მიღებულ ზომებს მიესალმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. გერმანიაში კორონავირუსს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 9 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
0