პეკინში განგაშის მეორე დონე ცხადდება

0
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს პეკინიდან და პეკინის მიმართულებით დაგეგმილი შიდა ფრენების 70 პროცენტი გაუქმდა. მაგისტრალები ჯერჯერობით ჩაკეტილი არ არის, მაგრამ ქალაქის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი და ნებისმიერი პირი, რომელიც პეკინს ტოვებს, ვალდებულია, წარმოადგინოს საბუთი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელისუფლებამ კოვიდ 19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით განგაშის მეორე დონე გამოაცხადა. დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლები. პეკინში კორონავირუსის დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე ქალაქში კორონავირუსის 137 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა უმეტესობა ახალ, ბაზრის კლასტერს უკავშირდება სადაც პირველად ვურუსი დაფიქსირდა. #პეკინი #კორონავირუსი #კოვიდ19
0