კოვიდ სტატისტიკა საქართველოში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის1194 ახალი შემთხვევა დადასტურდადა ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 19857 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი-425, აჭარა-193, იმერეთი-372, გურია-21, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 27, ქვემო ქართლი-53, შიდა ქართლი-64, მცხეთა მთიანეთი-18, კახეთი-3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი-9. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1420 პირი.