ქეთა თოფურია მეორე შვილს ელოდება

Tbilisi Daily

ქეთა თო­ფუ­რია მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა. მომ­ღე­რა­ლი ორ­სუ­ლო­ბას მა­ლავს, თუმ­ცა მისი ახ­ლობ­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ. ქმარ­თან და­შო­რე­ბი­სა და რე­პერ გუ­ფის­თან უიღ­ბლო სიყ­ვა­რუ­ლის შემ­დეგ, თო­ფუ­რი­ამ წე­ლი­წად­ზე მე­ტია ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა. მი­ლი­ო­ნერ დიპ­ლო­მატ ლევ ძენ­გო­ვი­სა და ქე­თას ურ­თი­ერ­თო­ბა წე­ლი­წად­ზე მეტს ით­ვლის. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი მინ­სკში, ძენ­გო­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნო, სა­დაც ქეთა მიწ­ვე­უ­ლი იყო რო­გორც მომ­ღე­რა­ლი."მისი და­ბა­დე­ბის დღე იყო, რად­გან ის ჩვე­ნი პრო­დი­უ­სე­რის, ბა­ი­გა­ლის ნაც­ნო­ბია, და­ბა­დე­ბის დღე­ზე დაგვპა­ტი­ჟა. რო­დე­საც დავ­ბრუნ­დით, ტე­ლე­ფო­ნით და­მი­კავ­შირ­და და თით­ქმის 24 სა­ა­თი ასე ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. არც მას ეძი­ნა და არც მე. შემ­დეგ მოს­კოვ­ში ჩა­მო­ვი­და, შევ­ხვდით და აქე­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, ეს არის ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა", - ასე გა­იხ­სე­ნა გაც­ნო­ბის ის­ტო­რია ქე­თამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.მარ­თა­ლია, წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ არის, მაგ­რამ ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მალე ურ­თი­ერ­თო­ბის და­კა­ნო­ნე­ბა­საც აპი­რე­ბენ. დიპ­ლო­მა­ტი წარ­სულ­ში ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მას პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან, 2013 წელს, ვაჟი, ლე­ო­ნი­დი შე­ე­ძი­ნა. მე­ო­რედ კი 2015 წელს ირი­ნა რაკ­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ჰყავ­და ქა­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ირი­ნას თქმით, ქმარ­მა ის მა­შინ მი­ა­ტო­ვა, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ პა­ტა­რა გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო. "ჩვენს პა­ტა­რას 3 თვის ასაკ­ში აცრა გა­ვუ­კე­თეთ და ამის შემ­დეგ და­ი­წყო პრობ­ლე­მე­ბი, მან მხო­ლოდ 9 თვე იცო­ცხლა. ლევ ძენ­გო­ვი ბედ­ნი­ე­რი იყო ჩვენ­თან ერ­თად, მაგ­რამ რო­დე­საც პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქით...“ - აცხა­დებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქალი. ამ თე­მა­ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა ქე­თას კი­თხვა და­უს­ვა, თუმ­ცა მომ­ღე­რალ­მა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის წარ­სულ­ზე სა­უ­ბარს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად აა­რი­და თავი. "ეს ლე­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაა და ამა­ზე თა­ვად უნდა გა­ა­კე­თოს კო­მენ­ტა­რი. მე მხო­ლოდ ის ვიცი, რომ მის ოჯახ­ში ყვე­ლას ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარს და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან", - აღ­ნიშ­ნა თო­ფუ­რი­ამ. ზა­ფხულ­ში პან­დე­მი­ი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წყვილ­მა სენ ტრო­პე­ზე და­ის­ვე­ნა, სა­ი­და­ნაც ქეთა ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებ­და. რო­გორც მომ­ღერ­ლის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ძენ­გო­ვი საყ­ვა­რელ ქალს გან­სა­კუთ­რე­ბულ კომ­ფორ­ტს უქ­მნის და ანე­ბივ­რებს. ქე­თას­თან ერ­თად ცხოვ­რობს დედა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი ქმა­რი, მი­ლი­ო­ნე­რი ლევ გე­იხ­მა­ნი ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და პე­რი­ო­დუ­ლად შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­დის. და­შო­რე­ბულ წყვილს ერ­თმა­ნე­თან ცი­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.