ოლიმპიური კომიტეტის განცხადება ნიკა ბასილაშვილის საქმეზე

Tbilisi Daily

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. „ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად, შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან“, – ნათქვამია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში. განცხადება საკუთარ ფეისბუქგვერდზე ნიკოლოზ ბასილაშილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გამოაქვეყნა. ბასილაშილი ოლიმპიურიკომიტეტი TbilisiDaily