აფგან მუხთარლი გერმანიდან გამოფრენას ამ დრომდე ვერ ახერხებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გერმანიიდან უნდა ჩამოსულიყო, რათა თავისი სურვილით პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა, ამ დრომდე გამოფრენას ვერ ახერხებს. მისი თქმით ავიკომპანა „ჯორჯიან ეარვეიზის“ წარმომდგენლები ამის მიზეზად კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემსვლელთათვის შეცვლილ რეგულაციელბს უსახელებენ.
მანამდე კი მას საბითების მოუწესრიგებლობის გამო აყოვნებდნენ აეროპორტში, - ეუბნება აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას.
„თავიდან მეუბნებოდნენ, რომ საბუთები არ მქონდა წესრიგში, შემდეგ დავადასტურეთ, რომ წესრიგში მქონდა და მომცეს ბილეთი, ბაგრიც ჩაიბარეს, შემდეგ ბარგი უკან მომიბრუნეს და მეუბნებიან, რომ არ გამიშვებენ, ვინაიდან გუშინდლიდან შეიცვალა კორონავირუსთან დაავშირებული წესები და ამიტომ არ მიშვებენ, ნახევარ საათში მეცოდენიბა გამოვფრინდები თუ არა, არ მაჩვენებენ რა წესები შეიცვალა, უბრალოდ მეუბნებიან, რომ წესები შეიცვალა. კორონავირუსის ტექტი გაკეთებული მაქვს“,- ეუბნება აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას.
მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, რომ ის საქართველოში ჩამოვიდეს და ჩვენება მისცეს.
„არ უნდათ რომ საქართველოში ჩამოვიდე, მათ ჰგონიათ რომ რაიმე პრობლებას შევქმნი, არჩევნები გაქვთ და არ უნდათ რომ ჩამოვიდე თბილისში და მივცე ჩვენება დანაშაულის ადგილს შესახებ და სხვა“. - ამბობს აფგან მუთხარლი.
საქარველოს გენერალურმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ აფგან მუხთარლი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გერმანიაში გამოიკითხა.
"გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
თუმცა, პროკურატურაში კითხავაზე, აპირებენ თუ არა მუხთარლის გამოკითხვას, ვინაიდან ის საქართველოში ამ მიზნით ჩამოიოდა, ჯერჯერობით პასუხს ველოდებით და მიღების შემთხვევაში დაემეტაბა ინფორმაციას.
აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში გამოკითხვა თავად ითხოვა და მისმა ადვოკატა პროკურატურისგან თანხმობაც მიიღო.
„გერმანიაში გამომკითხა პოლიციამ შემდეგ მე მოვითხოვე საქართველოში ჩვენების მიცემა და პროკურტურას მისწერა ჩემმა ადვოკატმა ისინი დამთანხმდნენ, რომ ჩამოვსულიყავი და მიმეცა ჩვენება“,- ეუბნება აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას.
მისი ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ოფიციალური ვერსიით მუხთარლის საქმეზე გამოძიება ფერხდებოდა იმსია გამო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვა ვერ ხერხდებოდა.
აფგან მუხთარლის და მის ოჯახს გერმანიაში თავშესაფარი და ბინადრობის უფლება აქვს მიღებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.
2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.
საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30884347.html
#ახალი_ამბები
#twitter