ტრამპის შესახებ დაწერილმა წიგნმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა
Tbilisi Daily
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ დაწერილმა წიგნმა გაყიდვების პირველ დღეს რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ Los Angeles Times იუწყება.
წიგნი პრეზიდენტის დისშვილის, მერი ტრამპის მიერ არის დაწერილი. მისი გაყიდვები 14 ივლისს დაიწყო და პირველი დღის განმავლობაში წიგნის 950 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. გამოცემის ცნობით, წიგნი 1,15 მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა.
მერი ტრამპი პროფესიით ფსიქოლოგია და საკუთარ წიგნში, "ძალიან ბევრი და მაინც ყოველთვის ცოტა: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი", მწერალი ძირითად აქცენტს პრეზიდენტის ხასიათზე აკეთებს.
წიგნის გამოქვეყნებას პრეზიდენტის ოჯახი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით წიგნი მაინც გამოიცა.