„გორმედი“: წელს, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაშავებულ პაციენტებს არ მოუმართავთ

0
სამედიცინო ქსელი "გორმედი" განცხადებას ავრცელებს. კლინიკის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როცა პიროტექნიკით დაშავებულ პაციენტებს არ მიუმართავთ.  "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, წელს, ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად დაშავებულ პაციენტებს კლინიკისთვის არ მოუმართავთ. "გორმედი" მადლობას გიხდით შუშხუნებისა და ფოიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის", - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#შიდაქართლი
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა
0