ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანსლემზე ჩემპიონი გახდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანსლემი ორი ოქროს მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილმა გუშინ გაიმარჯვა, დღეს კი მეორე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. 5 თებერვალს ტურნირზე მედლები მამაკაცთა შორის ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება ბრძოლაში; ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა. დღესვე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ. https://www.radiotavisupleba.ge/a/32256510.html

Source: radiotavisupleba.ge