ცხინვალმა წითელი დროშა აღმართა
Gori Daily
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან, ერთ-ერთ მონაკვეთზე, ოკუპანტებმა 9 მაისთან დაკავშირებით, საბჭოთა დროშა აღმართეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, რადგან რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში, ეჭვის ქვეშ დგება სამამულო ომში დიდი გამარჯვების შედეგები. ამის ფონზე, ე.წ. ოკუპირებული ცხინვალის კაგებე, "ულოცავს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, სამხედრო მოსამსახურეებს, მოქალაქეებს, რუსეთის ფედერაციის სამხედროებს, რომლებიც განლაგებულნი არიან ცხინვვალის რეგიონში და აგრეთვე, აფხაზეთს, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. ", და აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
ცნობებს აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
#ცხინვალი
#ოკუპაცია
#შიდაქართლი
#goridaily