ქვემო ქართლის რეგიონში, კიდევ ერთმა აგრარულმა ბაზარმა განაახლა ფუნქციონირება

Marneuli Daily

ქვემო ქართლის რეგიონში, კიდევ ერთმა, კერძოდ რუსთავის საბითუმო ბაზარმა, განაახლა ფუნქციონირება, საბითუმო სავაჭრო სივრცეში დაცულია დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, ტერიტორიაზე შემსვლელ ყველა მოქალაქეს უტარდება თერმოსკრინიგი, მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით ახორციელებენ. რეგულაციების დაცვის მონიტორინგს მკაცრად აკონტროლებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლები. დილიდან, პროცესს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნენ და ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრნენ. #ბაზარი #რუსთავი #MarneuliDaily #პროდუქტები