ინფიცირებულებს მომხმარებლებთან შეხება არ ჰქონიათ - ნიკორა

Pirveliradio Ge

კოვიდინფიცირებულებს მომხმარებლებთან შეხება არ ჰქონიათ - ამის შესახებ განცხადება, სუპერმარკეტების ქსელის, ნიკორას უსაფრთხოების მენეჯერმა გიორგი ემხვარიმ ფორმულასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ფილიალს დეზინფექცია ჩაუტარდა და ახალი შემადგენლობით განაახლა მუშაობა. "30 რიცხვში დაუდასტურდა კორონავირუსი ჩვენს თანამშრომელს, დიასახლისს. ცვლებში ვინც იყვნენ, ყველანი გადავიყვანეთ თვითიზოლაციასა და კარანტინში. გუშინ 24 კაცს ჩავუტარეთ PCR ტესტი და იქიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. იმ დღესვე დავკეტეთ სამედიცინოს მეტროსთან არსებული ფილიალი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით ობიექტის სრული დეზინფექცია ჩავატარეთ. ინფიცირებულის ჩვენი კონტაქტები გადავუგზავნეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დანარჩენი მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულებს მომხმარებლებთან შეხება არ ჰქონიათ - არც დიასახლისს და არც მცხობელს", - აცხადებს ემხვარი.