უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოში არ მდივანი არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვიქნები
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142893
უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოში არ მდივანი არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვიქნები - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა „დოიჩე ველეს" განუცხადა. საქართველოს ექს პრეზიდეტი გამოცემასთან საუბარში, თანამდებობაზე დანიშვნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.
უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ შეიქმნა. საბჭოს წევრები უკრაინის პრეზიდენტის მიერ ინიშნება.
ცნობისათვის, მანამდე „ცენზორ.ნეტ“-მა გაავრცელა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, დღეს უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ განცხადებას გააკეთებდა.
„6 მაისს ველით პრეზიდენტის ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ. საბჭოს თავმჯდომარე თავად პრეზიდენტია. ამასთან ერთად, პრეზიდენტი გაზრდის სააკაშვილის უფლებამოსილებას - იგი მიიღებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა კაბინეტის სხდომებში,“- წერდა „ცენზორ.ნეტ-ის“ მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი.