ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვისას გენპროკურორის ქმედება გადამწყვეტია

Tbilisi Daily

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში FBI-ის თანამშრომლების ჩართვა დროში არ უნდა გაიწელოს და ამ საკითხში გადამწყვეტი როლი გენერალურ პროკურატურას ეკისრება. „ამ საქმეში უნდა ჩერთოს მთავარი პროკურატურა და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, გადამწყვეტი იქნება ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა. ზუსტი დრო, ზუსტი ვადები უნდა განსაზღვროს, რადგან აშშ-ის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების საქმეში ჩართვას აქვს თავისი პროცედურები“, - განუცხადა ჟურნალისტებს რამიშვილმა. 4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლოს და ამ საკითხზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდეს. რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, FBI-ს სპეციალისტები ჩაერთონ. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს. #ახალიამბები