ბაქარ შირაძე

0
ბაკურიანელების მსგავსად, შეღავათით ვერ სარგებლობს სამცხეჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი, რეგიონი მაღალმთიანია.შესაბამისად ძლიერი ყინვის გამო ბევრ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. აქ ცივი კლიმატია, ჩვენთან ბაკურიანში-12და ზოგჯერ უფრო მეტი ყინვაა.გაზს ვერ გამორთავ, ვერც დაუწევ, უნდა ქონდეს სულ ჩართული.არ მეგულება ოჯახი, რომ ვინმე ამ დაწესებულ ზღვარში ჩაეტიოს.შემოვიაროთ ნახავთ, რომ არავის უსარგებლია სუბსიდირებით, მთავრობას გადაწყვეტილების მიღების დროს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლების პრობლემები უნდა გაეთვალისწინა. მაგალითად, შეეძლოთ 200კუბური მეტრის დანახარჯი მთავრობას გადაეხადა, დანარჩენს მოსახლეობა საკუთარი ხარჯით დაფარავდა. პანდემიის ფონზე.როცა ყველას უჭირს, გაზი არ უნდა ჩაუჭრა, მისცენ მოსახლეობას უფლება ნაწილ-ნაწილ გადაიხადონ.კიდევ სხვა გზების მოფიქრებაც შეიძლებოდა.რეალურად მოსახლეობა წელს შემოსავლის გარეშე დარჩა.
0