საუდის არაბეთის მეფემ, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი აცრა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ გრძნობს თავს აცრის შემდეგ 85 წლის მეფე.
26 დეკემბერს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გაიკეთა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.