იეთიმ გურჯი

0
იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი(1875-1940 წწ) ქართველი სახალხო მელექსე, აშუღი დაიბადა დაბაღის ( მეტყავის) ოჯახში.იეთიმ გურჯს ქართველი წინაპრები ჰყავდა, რომლებიც თურქეთის ომის დროს დაუტყვევებიათ , გაუმაჰმადიანებიათ და სწორედ მაშინ დაურქმევიათ გვარი გურჯი ( ქართველი) იეთიმის მამა თბილისში ჩამოსულა და დასახლებულა.მშობლები მომავალმა სახალხო მელექსემ ადრე დაკარგა და მარტო შეუდგა წუთისოფლის გზას. 1905-1907 წლებში მონაწილეობას იღებდა რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში რისთვისაც დააპატიმრეს კიდეც 4 წლით.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მალევე დაწერა (კერძოდ 1914 წელს ) ლექსი, , გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო"მის კალამს ეკუთვნის მრავალი ლექსი და პოემა.ის ხალხის წიაღში იშვა და ხალხმა შეიყვარა კიდეც.დაკრძალულია დიდუბეში.მისი ანდერძისამებრ მისივე
კუბოსთვის შავი ნაბადი გადაუფარებიათ., , ზედ კუბოზე დამაფარრთ ჩემი შავი ნაბადია"
0