მკაცრი შეზღუდვები და სრული ჩაკეტვა არ იგეგმება

Tbilisi Daily

საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა დამატებით მკაცრ შეზღუდვებს არ გეგმავს. მისი განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დღეს მთავრობა მიიღებდა გადაწყვეტილებას სრული შეზღუდვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მთავრობა ამ ეტაპზე გეგმავს ისეთი პიტის შეზღუდვებს, რაც ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას არ შეუშლის ხელს და მიღებულია მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში.