4 votes
0 comments
0 shares
Save
32 views
George George
Telavi · 1 year ago

✌️✌️🥰


George George
Telavi · 1 year ago
Similar Posts
George George
Telavi, Georgia · 1 year ago
❤️
George George
Telavi, Georgia · 1 year ago
🍓🍓🍓
Sunny Travel Blog
Telavi, Georgia · 4 weeks ago
რა ვნახოთ პარიზში ნაწილი II
✏ პარიზში ერთი დღე შეგიძლიათ დაუთმოთ Montmartre-ს, რომელსაც ხელოვანების ადგილსაც უწოდებენ. Sacré-Cœur Basilica მდებარეობს Montmartre-ს მთის წვერზე. მუშაობს ყოველდღე (6a.m. დან10.30p.m). შესვლა უფასოა. ჩვენ ფეხით ავედით და ბევრი საფეხურის ავლა მოგვიწია, თუმცა არ დავღლილვართ. ულამაზესი ხედი იშლება იქიდან. ✏ შემდეგ გავიარეთ Montmartre-ს ვიწრო ქუჩებში. აქ შეხვდებით პატარ-პატარა კაფეებს და უამრავ მაღაზიას, სადაც ადგილობრივი მხატვრების ნახატები იყიდება. ფასები სხვადასხვაა, თუმცა სურვილი თუ გექნებათ, ბიუჯეტის შესაბამის ნახატს აუცილებლად იპოვით. აქ გასეირნებას ნამდვილად გირჩევთ. ✏ Montmartre-დან ჩვენ წავედით Mur des je t’aime-სიყვარულის კედლის სანახავად. ამ კედელზე ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“ 280 ენაზე წერია (მათ შორის ქართული). ფოტოების გადასაღებად უამრავი ადამიანი სტუმრობს ამ ადგილს. შესაბამისად დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. 😁 ✏ სიყვარულის კედლის მერე შეგიძლიათ ფეხით გააგრძელოთ გზა Moulin Rouge-ისკენ. მულენ რუჟი მსოფლიოში ცნობილი კაბარეა, რომელიც 1889 წელს აშენდა. მე შოუზე არ ვყოფილვარ, თუმცა იძახიან რომ ნამდვილად ღირს მისი ნახვა. დღეში ორჯერ საღამოს 09:00ზე და 11:00ზეა. ბილეთის ფასი 87€-დან იწყება, რაც არც ისე მცირე თანხაა 😁 მულენ რუჟი წითელი ფარნების კვარტალში მდებარეობს სადაც განვითარებულია პროსტიტუცია და სხვადასხვა სახეობის სექს-ინდუსტრია. საღამოს აქ გავლა არც ისე სასიამოვნოა... #რავნახოთპარიზში #საფრანგეთი #ბლოგერი #პარიზი #ხელოვნება #მოგზაურობა
Sunny Travel Blog
Telavi, Georgia · 2 weeks ago
ის რაც ვერსალზე უნდა ვიცოდეთ მის მონახულებას თუ გადავწყვეტთ
პარიზში აუცილებლად ნახეთ ვერსალის დიდებული სასახლე. მეტროთი შეგიძლიათ წახვიდეთ. ჩათვალეთ მთელი დღე მოუნდებით დათვალიერებას იმხელა სასახლეა, ბაღზე არაფერს აღარ ვამბობ. ✏ ბილეთი სასახლის შიგნით იყიდეთ. გარეთაც იყიდება თუმცა უფრო ძვირია. ✏ რუკა აუცილებლად აიღეთ. ასევე ყურსასმენები, რომელიც თითოეული ოთახის ისტორიას მოგიყვებათ. ✏ სასახლის დათვალიერებას რომ მორჩებით, წინ უდიდესი ეზო გელოდებათ. შეგიძლიათ სპეციალური მანქანა იქირაოთ და იმით გაისეირნოთ. მე ფეხით მოვიარე ბაღის ყველა კუთხე კუნჭული. ბოლოს დავიკარგეთ ძლივს მივაღწიეთ გალერეამდე, რომელიც ასევე ბილეთში შედიოდა. პარკში იმართება მუსიკალური შადრევნების შოუ, თუმცა გააჩნია რომელ სეზონზე და რა დროს ესტუმრებით ვერსალს. მე მარტში ვიყავი და ამ დროს არ იყო. ამოტომ საიტზე წინასწარ შეამოწმეთ. ბილეთი 20€ ღირს თუ მუსიკალური შადრევნების შოუ ან მუსიკალური ბაღის მონახულებაც გსურთ მაშინ 27€ დაგიჯდებათ.#palaceofversailles #რავნახოთპარიზში #რჩევებიმოგზაურობაზე #ბლოგერი #holidayinsta #traveladvice #france #paris #travellingthroughtheworld #traveladdict #travelblogger #ხელოვნება #მოგზაურობა #არქიტექტურა Paris
Artubani
Telavi, Georgia · 1 month ago
საქართველოში Drive in კინოთეატრი იხსნება
📢 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველად საქართველოში Drive in კინოთეატრი გაიხსნება 🤗 _____________ ♻️ ყველა სახელოვნებო სტუდია ერთ პორტალზე 🎭🎨🎹🎺🥁🎸🎻 #კინო #ხელოვნება #ახალიამბები #არტუბანი
Sunny Travel Blog
Telavi, Georgia · 3 weeks ago
რა უნდა ვიცოდეთ ეიფელის კოშკის ნახვა თუ გვინდა
🗼პარიზი ეიფელის გარეშე წარმოუდგენელია. თუ მის მონახულებას გადაწყვეტთ და ბილეთს ონლაინ არ შეიძენთ, ჩათვალეთ მთელი დღე რიგში დგომა მოგიწევთ. პირადად მე იქ ვიყიდე ბილეთი და შესვლის რიგში იმდენ ხანს ვიდექი დაღამდა 😂 ბილეთი 16€-დან 26€-მდეა. გააჩნია სადამდე გსურთ ასვლა. მე ბოლომდე ავედი. იქიდან პარიზის ხედები ყველაზე კარგად ჩანს. კოშკის წვერზე ოთახია მოწყობილი და ცვილის ფიგურები დგას. იქვეა მოთხრობილი ისტორიაც. ეიფელი საოცრად ლამაზია ღამე, თუმცა ღამის პარიზზე ცალკე პოსტს დავდებ. 📸 თუ გსურთ ფოტოებში ეიფელი მთლიანად გამოჩნდეს ეს ადგილი უნდა იპოვოთ, სადაც მე მაქვს გადაღებული სურათი. ეიფელთან ახლოსააა და არ გაგიჭირდებათ მისი მიგნება. Paris#საფრანგეთი #რავნახოთპარიზში #ეიფელისკოშიკი #ბლოგერი #მოგზაურობა
Liza Solomnishvili
Telavi, Georgia · 3 weeks ago
))
Sometimes happy memories hurt the most 😌
Sunny Travel Blog
Telavi, Georgia · 3 weeks ago
რა უნდა ვიცოდეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე
ამ პოსტში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე გიამბობთ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ყოველი თვის პირველ პარასკევს 15:00სთ-ზე ნოტრ დამში ტარდება მესა და წმინდა ნაწილების გამობრძანება ხდება. შეგიძლიათ დაესწროთ. ნოტრ დამში შესვლა უფასოა, თუმცა თუ კოშკში ასვლას გადაწყვეტთ 8.5€ ღირს. ნოტრ დამიდან გადმოხედვა თუ გინდათ, რიგში დგომის აპლიკაცია გადმოწერეთ წინასწარ - Duck the line ჰქვია. რიგში ჩადგები და გიჩვენებს შენს წინ რამდენი ადამიანია და რომელ საათზე უნდა მიხვიდე. ასევე ისიც გაითვალისწინეთ, რომ 424 საფეხურის ავლა მოგიწევთ ვიწრო და წრიულ კიბეებზე. კოშკში ნახავთ სამრეკლოს და პარიზის ხედებით დატკბებით. სანამ თქვენს რიგს დაელოდებით შეგიძლიათ ფრანგული კრეპები მიირთვათ, რომელიც მრავლადაა ნოტრ დამთან და უგემრიელესია. #ხელოვნება #საფრანგეთი #პარიზისღვთისმშობლისტაძარი #რავნახოთპარიზში #ბლოგერი #პარიზი #არქიტექტურა #მოგზაურობა Paris
Tornike Gavardashvili
Telavi, Georgia · 3 months ago
წერილი ევროპას: ჩვენ იტალიაში ვართ, და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენს მომავალზე
იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ეპიდემიის მოცემულობა იმას აჩვენებს, რომ ჩვენ უკვე საერთო ცეკვაში ვიხლართებით. ჩვენ გისწრებთ რამდენიმე ნაბიჯით და გაკვირდებით. თქვენ ზუსტად ისე იქცევით და ლაპარაკობთ, როგორც ჩვენ რამდენიმე კვირით ადრე. ამბობთ, ეს ხომ უბრალოდ გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო და არიან ისეთებიც, ვინც უკვე ყველაფერს მიხვდა. პირველ რიგში, ჭამას დაიწყებთ. ათეულობით ჯგუფს ნახავთ სოციალურ ქსელებში, რათა ისწავლოთ როგორ გაატაროთ დრო ნაყოფიერად. მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერს უგულებელყოფთ. თაროებიდან ლიტერატურასაც ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ მათი წაკითხვა არ შეგიძლიათ. ისევ შეჭამთ, მერე საკუთარ თავს ჰკითხავთ რა ემართება დემოკრატიას? მუდმივად ონლაინ რეჟიმში იქნებით. ძველი წყენები იმდენად უმნიშვნელო გახდება, რომ დარეკავთ იმ ადამიანებთანაც, რომლებზეც დაიფიცეთ, რომ ხმას არასდროს გასცემდით. დაიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ბევრ ქალზე სახლში ძალადობენ. დაინტერესდებით იმ ადამიანების მდგომარეობით, ვისაც სახლი საერთოდ არ აქვს. დაცარიელებულ ქუჩებში თავს დაუცველად იგრძნობთ და გაიფიქრებთ, ნუთუ ასე იშლება საზოგადოება. ყველაფერი ასე სწრაფად ხდება… ადამიანები სრული სიცხადით გამოავლენენ საკუთარ სახეს. ბევრი რამ გაგაკვირვებთ… აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით არიან სანდო და მომავლის გამჭვრეტნი. აჰ, ეს იტალიელები, ალბათ, ამას ამბობდით მაშინ, როცა ხედავით როგორ ვმღეროდით აივნებიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთს სიმღერებს თქვენც უმღერებთ და ამ დროს თავს დაგიქნევთ, როგორც უხანის მოქალაქეები გვიქნევდნენ ჩვენ. ბევრი თქვენგანი შეიძლება იმ ფიქრით იძინებს, რომ კარანტინის შედეგ განქორწინების განაცხადს შეიტანს. ბევრი ბავშვი ჩაისახება. გეტყვიან, რომ ყველა ერთ ნავში სხედხართ, რაც სიმართლეა… ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის უკეთესობისაკენ საკუთარი თავის აღქმას. მიხვდებით, რომ მთლიანის ნაწილი ხართ. ლამაზ სახლში ყოფნა მჭიდროდ დასახლებულ ბინებში გამოკეტვის მსგავსი არ იქნება. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი. ნავი, რომლითაც კორონავირუსის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ, ყველასთვის ერთნაირი არ არის და არც არასდროს ყოფილა. რაღაც ეტაპზე ამ სირთულის შეგეშინდებათ, შემდეგ ისევ შეჭამთ… ეს არის ის, რაც ჩვენ, იტალიაში, თქვენს მომავალზე ვიცით, მაგრამ ეს მოკლევადიანი პროგნოზია, შორეული პერსპექტივა კი, როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვისაც უცნობია. მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.”
Tikuna Tiko
Telavi, Georgia · 2 months ago