აზერბაიჯანში კორონავირუსით უკვე 292 ადამიანი გარდაიცვალა
Tbilisi Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 526 შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 22 990 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 292 ადამიანი, 14 093-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.
აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.