გორში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

Gori Daily

დღეს, 18:55 სთ-ზე გორის ცენტრში საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე. წინა წლებისგან განსხვავებით დღეს საკონცერტო ნომრები არ ყოფილა და სიტყვით არც ოფიციალური პირები გამოსულან. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 21:00 საათიდან აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.