ვინ გახდება ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი?

Batumi Daily

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები იმართება. მათი კანდიდატურა ორმა პიროვნებამ წამოაყენა. ამ ადგილისთვის იბრძოლებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, ინგა შამილიშვილი და უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი, მერაბ ხალვაში. წარმომადგენლობითი ორგანო ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით აირჩევს რექტორს. კენჭისყრა 15 საათზე გაიმართება. #ბათუმი #ახალიამბები #უნივერსიტეტი #რექტორი _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com