ვინ არის ოჯახი, რომელიც ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიას ემსხვერპლა
Kutaisi Daily
ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები იმედა ოქროჭელიძე, მისი მეუღლე და 16 წლის შვილი, ბექა ოქროჭელიძე.
“ძვირფასი ოჯახი იყო, კარგი ადამიანები. ეკლესიურები იყვნენ. ტრაგედია მოხდა, მშობლები და 16 წლის ბიჭი დაიღუპნენ. არ ვიცით, რა მოხდა, მოძრაობდნენ თუ არა მაღალი სიჩქარით. დეტალები არ ვიცით, ცოტა ხნის წინ მოხდა”, – აცხადებენ სოფელ ფერსათის მაცხოვრებლები.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები #ტრაგედია #kutaisidaily
megatv.