რა უნდა ვიცოდეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე

0
ამ პოსტში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე გიამბობთ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
ყოველი თვის პირველ პარასკევს 15:00სთ-ზე ნოტრ დამში ტარდება მესა და წმინდა ნაწილების გამობრძანება ხდება. შეგიძლიათ დაესწროთ. ნოტრ დამში შესვლა უფასოა, თუმცა თუ კოშკში ასვლას გადაწყვეტთ 8.5€ ღირს. ნოტრ დამიდან გადმოხედვა თუ გინდათ, რიგში დგომის აპლიკაცია გადმოწერეთ წინასწარ - Duck the line ჰქვია. რიგში ჩადგები და გიჩვენებს შენს წინ რამდენი ადამიანია და რომელ საათზე უნდა მიხვიდე. ასევე ისიც გაითვალისწინეთ, რომ 424 საფეხურის ავლა მოგიწევთ ვიწრო და წრიულ კიბეებზე. კოშკში ნახავთ სამრეკლოს და პარიზის ხედებით დატკბებით. სანამ თქვენს რიგს დაელოდებით შეგიძლიათ ფრანგული კრეპები მიირთვათ, რომელიც მრავლადაა ნოტრ დამთან და უგემრიელესია.
#ხელოვნება
#საფრანგეთი
#პარიზისღვთისმშობლისტაძარი
#რავნახოთპარიზში
#ბლოგერი
#პარიზი
#არქიტექტურა
#მოგზაურობა
Paris
0