მედვედევი: დასავლეთი რუსეთს ომს მხოლოდ მოსკოვის ბირთვული არსენალის გამო არ უცხადებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის ბირთვული არსენალი და მისი გამოყენებისთვის მოსკოვის მიერ შემუშავებული წესები არის ერთადერთი ფაქტორი, რაც დასავლეთს აჩერებს რუსეთთან ომის გამოცხადებისგან - ამბობს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
მედვედევი, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილეა, ასევე ამბობს, მოსკოვი უკრაინაში ომს გააგრძელებს მანამ, სანამ კიევში დაეცემა "საზიზღარი, თითქმის ფაშისტური" რეჟიმი და ქვეყანა სრულად დემილიტარიზებული იქნებაო.
დმიტრი მედვედევი, რომელიც ერთ დროს საკუთარ თავს ლიბერალ მოდერნიზატორად წარმოაჩენდა, უკრაინაში რუსეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი მხარდამჭერია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32194135.html
Source: radiotavisupleba.ge