აქცია ცაიშში - რას ითხოვენ ადგილობრივები?

Zugdidi Daily

ცაიშის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზა დროებით გადაკეტა. ადგილობრივები სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის გამო მომრავლებულ მწერებსა და მიუსაფარ ძაღლებზე საუბრობენ. მათი თქმით, ნაგავსაყრელი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარეობს, იქ არსებული ანტისანიტარია კი მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ისინი ნარჩენების სპეციალური წესით დამუშავებას და ნაგვის მანქანების დახურული წესით მოძრაობას ითხოვენ. "ყრიან ნაგავს, არ წამლავენ, არც მიწას აყრიან - ისე ვართ, სტუმარს ვერ ვიღებთ, ბუზებმა შეგვჭამეს. ბრეზენტიც კი არ ახურავს მანქანებს. ან გადაიტანონ, ან სხვანაირად მოაგვარონ ხალხი რომ არ გაწყდეს. საქონელსაც ვერ ვუშვებთ, ისეთი ამბავია", - ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ცაიშელები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.  თავის მხრივ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში ამბობენ, რომ ნაგავსაყრელი ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს და ცაიშში ყველა წესის დაცვით ფუნქციონირებს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო: რადიო ათინათი https://www.radioatinati.ge/regioni/article/73795-aqcia-caishshi-adgilobrivebis-mtkicebith-nagavsayrelis-mimdebared-antisanitariaa.html #ზუგდიდი #ცაიში #აქცია #zugdididaily