მსოფლიოში COVID 19 -ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11,197,281- ს მიაღწია

Tbilisi Daily

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 11 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა უკვე 530 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა, 6 მილიონ 300 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, მესამეზე კი - რუსეთი. ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთს გაუსწრო ინდოეთმა და მეოთხე პოზიციას იკავებს.