იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს დღეს ჩამოიყვანენ
Tbilisi Daily
საქართველოს 200 მოქალაქეს რომი-თბილისის რეისით დღეს სამშობლოში ჩამოიყვანენ.
მათ ჩამოყვანას ,,ჯორჯიან ეარვეისი” უზრუნველყოფს. ორი თვითმფრინავი უკვე გაფრინდა და უკან 19:30 სააათზე დაბრუნდება. ბორტგამცილებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი და მიეცათ ეკიპირება.
ჩამოყვანის შემდეგ 200-ვე მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.
აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებას ფინანსურად მთავრობა უზრუნველყოფს, მოქალაქეები კი არაფრის გადახდა არ მოუწევთ.
#თბილისი
#იტალია
#ჯორჯიანეარვეისი
#კორონავირუსი
#tbilisidaily