ამუშავდა ვებსაიტი, სადაც მოქალაქეს პირადი ექიმის პოვნა შეუძლია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დღეიდან ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა ვებსაიტი (ambulatoria.moh.gov.ge), რომლითაც მოქალაქეებს საკუთარი პირადი ექიმის საკონტაქტო მონაცემების მოძიება ელექტრონულად შეუძლია. ინფორმაცია მედიას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა.
"ეს განტვირთავს 112-ს", - თქვა მინისტრმა.
ოჯახის ექიმის მოძიებისთვის მხოლოდ პირადი ნომრის შეყვანაა აუცილებელი. პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მოქალაქე ნახულობს ექიმების სახელ-გვარებს, კლინიკის დასახელებას, მისამართსა და ტელეფონის ნომერს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30952677.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)