7 votes
0 comments
0 shares
Save
12 views
Nana Khabazashvili
Mtskheta · 1 year ago

ვარდის სილამაზე ღამით


Nana Khabazashvili
Mtskheta · 1 year ago
Similar Posts
Beautyblogs Bymashh
Tbilisi, Georgia · 2 months ago
გრძელი და ხშირი წამწამების საიდუმლო რეცეპტი.must try.
მოკლედ მე იმ ადამიანთა ჯგუფს განვეკუთნები რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობენ გრძელ,ლამაზ და ხშირ წამწამებზე,ალბათ ამიტომაა რომ ჩემი საყვარელი ნივთი მაკიაჟში ტუშია. დღეს ბევრი გზა არსებობს წამწამების ხელოვნურად დაგრძელებისა თუმცა ძალიან მეშინია და არ ვრისკავ🤷🏻‍♀️ ამიტომ მივაგენი საააუკეთესო რეცეპტს თუ როგორ დავამზადოთ სახლში წარბ/წამწამის სასწაულმოქმედი სერუმი. ამისათვის დაგჭირდებათ აბუსალათინის ზეთი A და E ვიტამინები თუმცა მხოლოდ აბუსალათინის ზეთიც მოგცემთ შედეგს,ასევე ძალიან კარგია აბუსალათინი და ქოქოსის ზეთი (ან. მარტო ქოქოსიც) ეს ის პროდუქტებია რაც შედეგს ძალიან მალე დაგანახებთ,ასევე ჩემმა სილამაზის მოყვარულმა გურუ ბებიამ მასწავლა აბუსალათინის ზეთი და ვარდის ზეთი ერთად (1:1 პროპორციით). ამ სხნღების გამოყენება შეგიძლიათ როგორც წარბზე ასევე წამწამებზე.ძილის წინ შეიძილეთ მცირე რაოდენობით,წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ,დაელოდეთ 1კვირა შედეგს აუუცილებლად იგრძნობთ❤️🥰#selcare #skincare #eyecare #სილამაზე #რჩევებისოლამაზეზე #წამწამები #წარბები Tbilisi
Kato Malania
Kutaisi, Georgia · 1 week ago
11 ცხოვრებისეული გაკვეთილი ,,პატარა უფლისწულისგან”
1. ნუ იმსჯელებ მხოლოდ გარეგანი მხრით როდესაც მთხრობელი ხატავს მახრჩობელა გველს, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებს, ყველა დიდი ხედავს ქუდს. მათი ინტერპრეტაციები მოსაწყენი და უსიცოცხლოა, ფანტაზია კი კარგა ხანია დაუკარგავთ. და ასეთი მარცხის გამო, მთხრობელი ტოვებს მხატვარის კარიერას, რადგან დიდები უარზე არიან იგრძნონ ან დაინახონ სინამდვილე. 2. არ დამალოთ თქვენი ნამდვილი გრძნობები, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რაც გაქვთ მას შემდეგ, რაც პატარა პრინცი გადაწყვეტს ყვავილის მიტოვებას და ახალი პლანეტების აღმოჩენას, ყვავილი, რომელსაც უვლიდა და ზრუნავდა, აცხადებს რომ არ სჭირდება და მის გარეშეც მშვენივრად გაართმევს ყველაფერს თავს. ამის გამო, პატარა პრინცი ტოვებს მას, მხოლოდ შემდეგ ხვდება რომ “მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა”. 3. განსაჯე საკუთარი თავი, სანამ სხვას განსჯი პირველ პლანეტაზე ის ხვდება მეფეს, რომელიც ამბობს რომ ყველაფრის მბრძანებელია, არა მარტო აბსოლუტური მონარქი, არამდე მსოფლიო მონარქიც კია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა პრინცი ვერ ჩაწვდა, რას აკეთებს მეფე ზოგადად, ის ასწავლის რომ საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვების. და ამავე დროს მეტად მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამის შემდეგ შეძლებ იყო ნამდვილი პიროვნება. 4. აზრი არ აქვს იცხოვრო სურვილით აღტაცებაში მოიყვანო გარშემომყოფები მეორე პლანეტაზე პატივმოყვარე ცხოვრობდა, რომელიც მთელ თავის დროს საკუთარ თავით აღტაცებაში ატარებს და ეძევს სხვებს, ვინც მას თაყვანს სცემს. მაგრამ საკუთარი პატივმოყვარეობის გამო, არც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და არც სხვებისთვის. 5. დალიო რომ დაგავიწყდეს, მანკიერი და საბოლოოდ უსუსური მცდელობაა ლოთი სვამს რომ დაავიწყდეს, რომ რცხვენია. და რცხვენია, რადგან სვამს. პატარა უფლისწულისთვის ასეთი საქციელი ძალიან უცნაურია, დახარჯო მთელი დღე სმაში, მაშინ როდესაც უამრავი საინტერესო რამ შეგიძლია გააკეთო, თუნცაც მორწყო ყვავილები. მაგრამ ჩვენთვის დიდებისთვის, ეს შეხსენებაა იმ მანკიერი ციკლის, რომელიც მხოლოდ მეტი მწუხარებითა და სასოწარკვეთით მთავრდება. 6. არასდროს მიიღო საკუთარი თავი ძალიან სერიოზულად პატარა უფლისწული ხვდება საქმოსანს, რომელიც ვარსკვლავებს ითვლის მთელ გალაქტიკაში, რომელიც მას ეკუთვნის. “ისინი მე მეკუთვნიან. მე მათ ვითვლი და შემდეგ ისევ თავიდან ვითვლი. ეს ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ მე საქმის კაცი ვარ!” მაგრამ ასეთმა სერიოზულობამ მისი ცხოვრება მონოტონურად აქცია, მარტოხელად, ცხოვრებად, რომელშიც ვეღარ აფასებს იმ ვარსკვლავების სილამაზეს, რომელიც ეკუთვნის. 7. არ დაგავიწყდეს ისიამოვნო საკუთარი ცხოვრებით, მიიღე და გამოიყენე ყოველი წუთი მეფარნე, რომელიც მეხუთე პლანეტაზე ცხოვრობდა, ერთადერთია ვინც პატარა უფლისწულის პატივისცემა დაიმსახურა, იმის გამო, რომ ასრულებს მასზე აკისრებულ მოვალეობას პირნათლად აანთოს და ჩააქროს ფანარი, მაგრამ მას შემდეგ რაც პლანეტა ძალიან სწრაფად ტრიალებს, მას ერთი წუთიც კი აღარ აქვს რომ დაისვენოს. ერთი თვე ერთ წუთში გადის და მთელი ცხოვრება რამდენიმე წუთში. 8. მიყევი შენს ინსტიქტებს რომ აღმოაჩინო როდესაც პატარა უფლისწული ხვდება გეოგრაფს, რომელიც უარს ამბობს თვითონ აღმოაჩინოს საკუთარი პლანეტა, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს, ვიგებთ, რომ შეიძლება ძალიან მარტივად აღმოჩნდე ხაფანგში და მხოლოდ ინატრო აღმოაჩინო ისეთი ადგილები, რომელიც ჯერ არ გინახავს. 9. ენდე უჩვეულო პერსონაჟებს – მათთგან შეიძლება სწავლა მელიები ზოგადად გამოსახული არიან როგორც ცბიერ და მატყუარა პერსონაჟებად, მაგრამ ეს მელია განსხვავებულია, ის მხოლოდ მეგობრობას ეძებს და პატარა პრინცს სამ ცხოვრებისეულ გაკვეთილს აძლევს: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე 10. იზრუნე მათზე რაც გაქვს და რისი შეცვლაც არ შეგიძლია როდესაც პატარა პრინცი მოხვდება ვარდების ბაღში, ის აღმოაჩენს რომ მისი ვარდის მსგავსი უამრავია, თუმცა მისი ვარდის სწორედ იმით გამოირჩევა სხვებისგან, რომ ის დაიმეგობრა. თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, – განაგრძო მან. – არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია. 11. ზოგჯერ უნდა გაუშვა ისინი, რომ შეძლო თავისუფლად ფრენა მიუხედავად იმისა, რომ მთხრობელი, მარტოხელა და გასაჭირში ჩავარდნილმა პილოტმა გაიცნო და შეიყვარა პატარა პრინცი, იცის, რომ თუკი მას დედამიწაზე დატოვებს, ამით დიდ ტკივილს მიაყენებს, სანამ პატარა უფლისწული დედამიწას დატოვებს, ამბობს – როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან. ზოგჯერ უნდა მისცე ადამიანებს წასვლის უფლება, რომ შეინარჩუნო ისინი. სწორედ ამ უფლებით შეძლებ გამოავლინო შენი მათდამი სიყვარული.#ხელოვნება #წიგნები #ცხოვრება #პატარაუფლისწული
Beautyblogs Bymashh
Tbilisi, Georgia · 1 month ago
პიგმენტური ლაქების მოშორების უამრავი გზა სახლის პირობებში.
☀️მზის სხივების გააქტიურებასთან ერთად აქტიურდება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უამრავი ქალბატონის და არამარტო ქალბატონების,პიგმენური ლაქები. დღეს გასწავლით მრავალ გზას თუ როგორ შეიძლება მათი მოშორება სახლის პირობებში,ყოველგვარი ჩარევის გარეშე. გამათეთრებელი კრემი რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი 💫2 ჩ.კ. რძის ფხვნილი 💫რამდენიმე წვეთი გლიცერინი 💫რამდენიმე წვეთი ლიმონი კარგად აურიეთ ეს კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უმჯობესია ეს კრემი ღამით წაისვათ, დილით კი გაღვიძებისთანავე კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 💥ასეთი კრემი განსაკუთრებით რეკომენდირებულია საკმაოდ მუქი ლაქების წინააღმდეგ, რამდენადაც შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს, რომელიც აღიავებს და ათეთრებს კანს მკვებავი ლოსიონი 💫1/4 ს.კ. დაფქული შვრია 💫250 მლ. წყალი 💫1 ჩ.კ. ლიმონის წვენი აურიეთ ინგრედიენტები და დაიტანეთ ლოსიონი სახეზე ყოველდღიურად მთელი კვირის მანძილზე. გაიჩერეთ 15 წუთის მანძილზე უფრო მეტი სარგებლის მისაღებად, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 💥 ეს ლოსიონი არაჩვეულებრივი საშუალებაა პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, ასევე მკვებავი თვისებებიც გააჩნია შვრიის წყალობით, ლიმონის მეშვეობით კი კანს ასუფთავებს. ნიღაბი 💫2 ს.კ. დაფქული ფორთოხლის კანი 💫1 ს.კ. რძე 💫რამდენიმე წვეთი გლიცერინი დაიდეთ ნიღაბი სახეზე და დატოვეთ სრულ გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 💥 ძალიან ეფექტური და ეკონომიური ნიღაბი, რომელიც ფორთოხლის კანისგან მზადდება. დატოვეთ მზეზე კარგად გამოსაშრობად, შემდეგ დააქუცმაცეთ და დაფქვით. მიღებული დაფქული მასა აურიეთ რძესთან და ნატურალურ გლიცერინთან. თაფლისა და კურკუმას ნიღაბი 💥 თაფლის ნიღაბი კურკუმასთან ერთად შეიცავს დიდი რაოდენობით სამკურნალო კომპონენტებს, რომელიც ეხმარება არა მხოლოდ პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ აქრობს ანთებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგზემის ან აკნეს დროს. ეს ნიღაბი ძალიან კარგად კვებავს მგრძნობიარე და ნაზ კანს. არსებული ნიღბის გამოყენება უმჯობესია უფრო ღია ფერის ლაქების არსებობის შემთხვევაში, ვიდრე მუქის. 💫აურიეთ თაფლი და დაფქული კურკუმა სქელი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთის მანძილზე, შემდეგ კარგად დაიბანეთ თბილი წყლით. ასევე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი პროდუქტები. 💥ლიმონი: იდეალურია კანის გასაუფთავებისა და დეზინფექციისთვის, თუმცა შესაძლოა ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდეს მგრძნობიარე კანზე. ამ შემთხვევაში უმჯობესია ლიმონის წვენი აურიოთ გლიცერინთან. 💥ალოე ვერა: ეს მცენარე კარგად ატენიანებს ცხიმიან კანს და აშორებს აკნეს მიერ დატოვებულ კვალს. ალოეს წვენი შეგვიძლია წაისვათ უშუალოდ კანზე, ან აფთიაქში შეიძინოთ გელი მისი შემცველობით. 💥მუშკის ვარდის ზეთი: წარმოადგენს აღმდგენ და სამკურნალო საშუალებას, ამიტომ რეკომენდირებულია მშრალი და მოწიფული კანისთვის. 💥ვიტამინი Е : კონსერვანტის სახით იყენებენ ბევრ კოსმეტიკურ პრეპარატებში, კარგად ასუფთავებს კანს და აძლევს ბრწყინვალებას, აქრობს გამონაყარისგან დარჩენილ კვალსა და ლაქებს. 💥ნემსიწვერას ეთერზეთი: ძლიერი აღმდგენი თვისებებით გამოირჩევა. გირჩევთ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო კრემსა თუ ნიღაბში.#skincare#selfcare #სახისმოვლა #კანისმოვლა #პიგმენტურილაქებითორნიკე გონჯილაშვილი
Nana Khabazashvili
Dzegvi, Georgia · 1 year ago
გამარჯობა!
Beautyblogs Bymashh
Vani, Georgia · 3 weeks ago
როგორ დავამზადოთ ნაჭრის ნიღბები სახლში? Summer must try.
ნაჭრის ნიღბები,ერთჯერადი დახმარების გზაა,რომლის შეძენაც საკმაოდ მარტივია თუმცა მისი დამზადებას ასევე მარტივია და თან ბუნებრივი. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ცემი ახალი აღმოჩენა-ნაჭრის ნიღბების დამზადება სახლის პირობებში.მაშ ასე ნაბიჯი პირველი ერთჯერად ქაღალდის ხელსახოცზე ამოჭერით თვალების და პირის ადგილი,ასევე მზა სუფთა ნაჭრის ნიღბები იყიდება მინისოში,თქვენ მხოლოდ საჭირო სითხის დასხმა დაჭირდებათ. პირველი ნიღაბი კანის გათეთრებისთვის. დაგჭირდებათ:3 კოვზი დაქუცმაცებული ოხრახუში,1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი,100მლ ცხელი წყალი.აურიეთ ერთმანეთს ყველაფერი და დატოვეთ 10 წთ.10 წთ-ს სემდეგ დაუმათეთ 3 ჩაის კოვზი ალოეს წვენი,ან გელი. დაასველეთ ნირაბის ნაჭერი მიღებულ მასაში და გაიჩერეთ სახეზე. მეორე ნიღაბი კანის გასაჯანსაღებლად. დაგჭირდებათ:2 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი,2 ჩაის კოვზი ჟოჟობას ზეთი,3 სუფრის კოვზი ნუშის ზეთუ.აურიეტ ერთმანეთს,მიღებული მასა გაათბეთ ოდნავ და შემდეგ დაიტანეთ სახეზე 15 წთ.(საოცარი ეფექტი აქვს განსაკუთრებით მშრალი კანზე) მესამე ნიღაბი გასახაალგაზრდავებელი (ბებიის რეცეპტი) დაგჭირდებათ: 3 სუფრის კოვზი გამხმარი ვარდის ფურცლები,100მლ მდუღარე წყალი,დაასხით ვარდს წყალი და გააჩერეთ 20 წთ. შემდეგ დაუმატეთ 1 კოვზი ჟელატინის ფხვნილი და 1 კოვზი ზეითუნის ზეთი.ოდნავ შეათბეთ და დაიტანეთ სახეზე 15 წთ. ყველა ეს ნიღაბი მართლაც სასწაულად კარგია და რაც მტავარია-არის ბუნებრივი და ორგანული.#სახისმოვლა #კანისმოვლა #ნიღბები #ნაჭრისნიღაბი #დაამზადეშენით #ბუნებრივი #ნატურალური #skincare #skincare #selfcare #selfcareathome #diy#ახალიამბები #ხელოვნება
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 2 months ago
მეგრული ღვინის ისტორია და დღემდე უცნობი ფაქტები მის შესახებ.
მეგრული ღვინის ისტორია და დღემდე უცნობი ფაქტები მის შესახებ. საქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, 500 დან 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. ყველაზე მეტად კი ოჯალეშის ყურძენს გამოარჩევენ. მისგან მზადდება ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს. მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ეს ღვინო სამეგრელოს ცაგერისა და მარტვილისრაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა. ტოროკუჩხი მაღლარი ვაზი ყოფილა. კუჩხი მეგრულად ფეხსა ნიშნავს, ტორონჯი მტრედს ეწოდება. და ყურძენსაც ასე ერქვა - მტრედის ფეხა. არავინ იცის რატომ დაარქვეს ერთ-ერთ ჯიშს კერთოლი - ეს ყურძენი სენაკში, ნოქალაქევსა და მის ახლოს მდებარე სოფლებში ყოფილა გავრცელებული. კერი მეგრულად ტახს ნიშნავს, თოლი - თვალს. კერთოლი კი ტახის თვალს. მეცნიერები იმასაც ფიქრობდნენ, რომ ეს იგივე გურიაში შემორჩენილი ყურძნის ძველი ჯიში - "ღორისთვალაა." მეგრელებმა ერთ ჯიშს დედოფლის კითი (იგივე დედოფლის თითი), დაარქვეს. უფრო უცნაური - დღუდღუში, პუმპულაში, კოლოში (რომლისგანაც მოვარდისფრო მშვენიერი ღვინო დგებოდა), მდინარე ენგურს გაღმა ყოფილა გავრცელებული. შავი ყურძნებიდან გამოირჩეოდა პანეში, გოდავათური, მაჭკვატური, მახვატელი, კეთილური. დიდი რთველი სამეგრელოში არასოდეს სცოდნიათ. ყურძნის დაკრეფის წესი ხომ ოდიშელებს დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებული ჰქონდათ. ყურძნის კრეფა აგვისტოს დამლევს იწყებოდა და ზოგჯერ დეკემბრამდე გრძელდებოდა.#სამეგრელო #მეგრულიღვინო #ღვინისისტორია #რთველი #ყურძნისჯიშები #zugdididaily
გიორგი
Tbilisi, Georgia · 3 months ago
იტალიელი მწერალი ევროპელებს: ჩვენ იტალიაში ვართ, და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენს მომავალზე
იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით. დროის მდინარებაში, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ, ზუსტად ისე, როგორც ვუჰანია ჩვენს წინ რამდენიმე კვირით. გაკვირდებით, თქვენც ზუსტად ისე იქცევით, როგორც ჩვენ. სადღაც მათ შუაში ხართ, ვინც ამბობს: “ეს ხომ უბრალო გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო?” და ვინც უკვე ყველაფერს მიხვდა. აქედან, თქვენი მომავლიდან რომ გიყურებთ, ვიცით, ბევრი თქვენგანი, ვისაც სახლში გამოკეტვა ურჩიეს, ორუელს ან სულაც ჰობს ციტირებთ. მაგრამ ცოტა ხანში ამისთვის ვეღარ მოიცლით. პირველ რიგში, თქვენ ჭამას დაიწყებთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი იქნება, რის გაკეთებასაც შეძლებთ. უამრავ ჯგუფს მოძებნით რჩევებით სავსეს – დროის ნაყოფიერად გატარებაზე. ყველა მათგანში გაწევრიანდებით, და რამდენიმე დღეშივე მიაგდებთ. თქვენი წიგნების თაროებიდან აპოკალიპტურ ლიტერატურას ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ არც ერთის წაკითხვის თავი არ გაქვთ. ისევ შეჭამთ. ვერც დაიძინებთ. თქვენს თავს ჰკითხავთ: რა ჭირს დემოკრატიას. განუწყვეტელი სოციალური ცხოვრება გექნებათ ონლაინ – მესენჯერი, უოთსაფი, სკაიპი, ზუმი… თქვენი ზრდასრული შვილები ისე მოგენატრებათ, როგორც არასოდეს; ყელში ბურთი გაგეჩხირებათ იმის გაცნობიერებაზე, რომ ზუსტად არ იცით როდის ნახავთ. ძველი წყენები და კამათი უმნიშვნელო მოგეჩვენებათ. იმ ხალხსაც კი დაურეკავთ, რომელზეც დაიფიცეთ, რომ არასოდეს ხმას არ გასცემდით და ჰკითხავთ: “როგორ ხარ?”. ბევრ ქალს სცემენ სახლებში. უსახლკაროებზეც ბევრს იფიქრებთ. უკაცრიელ ქუჩაში, მაღაზიაში გასული, თავს დაუცველად იგრძნობთ, განსკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქალი ხართ. თქვენს თავს ჰკითხავთ, ნუთუ ასე ინგრევა საზოგადოებები. ნუთუ ეს ყველაფერი ასე სწრაფად ხდება? შემდეგ სახლში მისული ყველა ამ ფიქრს დაივიწყებთ და ისევ შეჭამთ. წონაში მოიმატებთ. ონლაინ ფიტნესკურსებს მოძებნით. იცინებთ. ძალიან ბევრს იცინებთ. იუმორს უბრალოდ ამოაფრქვევთ. ის ადამიანებიც კი, ვინც ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამდნენ, ცხოვრების, სამყაროს და ყველაფრის აბსურდულობაზე დაიწყებენ მსჯელობას. მეგობრებს და საყვარლებს შეხვედრებს მაღაზიის რიგებში დაუთქვამთ, რომ ფიზიკური დისტანცირების პირობებში მათ თვალი მაინც მოჰკრათ. თქვენს გარშემო ადამიანები მთელი სიაშკარავით გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს. ბევრი მოულოდნელობა გელოდებათ და ბევრშიც დარწმუნდებით. მუდამ ახალ ამბებში თავჩარგული ინტელექტუალები გაქრებიან, მათი აზრი მოულოდნელად უმნიშვნელო გახდება; ზოგი რაციონალიზაციაში იპოვის თავშესაფარს, რომელიც იმდენად მოკლებული იქნება ემპათიას, რომ მათ ადამიანები აღარ მოუსმენენ. და უცებ აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით, გახდებიან სანდო, სარწმუნო, პრაგმატული და მომავლის განმჭვრეტნი. მათ ენდობით, ვინც ამ ქაოსს, უფრო დიდ პერსპექტივაში დაგანახებენ, როგორც სამყაროს განახლების ნიშანს, ისე. რაღაც დროიდან, ისინიც ყელში ამოგიყვანენ თავს: გასაგებია, პლანეტა უკეთ სუნთქავს CO2 ემისიების განახევრების გამო, მაგრამ როგორ უნდა გადაიხადო შემდეგი თვის კომუნალურები? ვერც იმას მიხვდები ახალი სამყაროს დაბადება გრანდიოზული ამბავია, თუ უბადრუკი. თქვენი ფანჯრებიდან და გაზონებიდანაც დაუკრავთ მუსიკას. “ეს იტალიელები!”, ალბათ ასე ამბობდით, როდესაც აივნებიდან მომღერალს გვხედავდით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთის გამამხნევებელ სიმღერებს თქვენც იმღერებთ. და როდესაც “I will survive”-ს ჩართავთ, ჩვენ გიყურებთ და დაგიქნევთ თავს, როგორც ვუჰანის მაცხოვრებლები, თებერვალში თავიანთი ფანჯრებიდან რომ მღეროდნენ, გვიქნევდნენ თავს ჩვენ. ბევრი თქვენგანი იმ ფიცით დაიძინებს, რომ როგორც კი კარანტინი დასრულდება, პირველი რასაც იზამენ განქორწინების განაცხადის შევსება იქნება. ბევრი ბავშვი ჩაისახება. თქვენი ბავშვები სკოლაში ონლაინ ივლიან. თავს მოგაბეზრებენ, მაგრამ თან დიდ სიხარულსაც მოგანიჭებენ. ასაკოვანი ადამიანები თინეიჯერებივით დაუმორჩილებლები გახდებიან: მათთან ბრძოლა მოგიწევთ იმისთვის, რომ სახლიდან არ გაუშვათ, რადგან არ დაინფიცირდნენ და არ მოკვდნენ. შეეცდებით რომ არ იფიქროთ მარტოხელა გარდაცვლილებზე ინტენსიურ განყოფილებებში. მოგინდებათ ვარდის ფურცლებით მოფინოთ სამედიცინო მუშაკების თითოეული ნაბიჯი. გეტყვიან, რომ საზოგადეობა საერთო ძალისხმევით არის გაერთიანებული და თქვენ ყველა ერთ ნავში ხართ. მართალი იქნება. ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის წარმოდგენას თუ როგორ აღვიქვამთ თავს – ინდივიდუალურად, თუ როგორც მთელის ნაწილს. მიუხედავად ამისა, თვაშისაცემი იქნება კლასობრივი განსხვავება. ლამაზ, ბაღიან სახლში გამოკეტვა, არ იქნება ისეთივე, როგორიც მჭიდროდ დასახლებულ ბინებში. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი. ის ნავი, რომლითაც ეპიდემიის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ არ გამოიყურება ყველასთვის ერთნაირად, არც არის ერთი ყველასათვის: არც არასოდეს ყოფილა. რაღაც დროს მიხვდებით, რომ ძნელია. შეგეშინდებათ. თქვენს შიშებს ძვირფას ადამიანებს გაანდობთ, ან თქვენთვის შეინახავთ, რომ ისინი არ დაამძიმოთ. ისევ შეჭამთ. ჩვენ იტალიაში ვართ, და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენს მომავალზე. მაგრამ ეს მომავალი ადვილი განსაჭვრეტია. თუ ჩვენს მზერას შორეულ მომავალზე მივაპყრობთ, მომავალზე რომელიც უცნობია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვეძლება: როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, სამყარო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. #news
Beautyblogs Bymashh
Tbilisi, Georgia · 2 months ago
კორეული “10 step skin care routine”
დღეს მინდა გაგიზიაროთ სახის კანის მოვლის საკმაოდ გავრცელებული და ეფექტური მეთოდი 🥰 რომლის სრულყოფილად შესრულებაც ყოველდღიურად,მაშინ როცა დროის ფუფუნება აღარ გვექნება შეუძლებელი არა მაგრამ დროის მხრივ ალბათ რთული იქნება,ამიტომ ვცდილობ გაგიზიაროთ ისეთი საჭირო იიფირმახუა რაც ამ იზოლაციაში საკმაოდ კარგ სარგებელს მოგცემთ და დროის გაყვანის საუკეთესო,რაც მთავარია სასარგებლო საშუალება იქნება. მაშ ასე❤️ ალბათ ყველამ ვიცით რა გამორჩეული სახის კანი აქვთ კორეელს ქალბატონებს,ეგრედწოდებული “glass skin” ამ ყველაფერს ისინი მათი ცხოვრების სტილით,ჯანსაღი საკვებით და სახის კანის მოვლით აღწევენ. მათთვის ზედმეტად მნიშვნელოვანია სრულყოფილება რაც ამ სიტუაციაშიც ნათლად ჩანს ამიტომ მათი ათ ნაბიჯიანი routine ყოვედღიურობის განუყრელი ნაწილია 1️⃣მაკიაჟის მოშორება თუ მაკიაჟს ატარებთ, მაშინ სახის კანის მოვლის პროცედურების დაწყებამდე, აუცილებლად უნდა მოიშოროთ დეკორატიული კოსმეტიკა. ამისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთოვანი სითხე. დაიწვეთეთ მშრალ კანზე და თითების ნელი მოძრაობით გადაინაწილეთ. შემდეგ დაამატეთ ნელთბილი წყალი, რომ ზეთოვანი გამწმენდი და მოშორებული მაკიაჟი გადაიქცეს თხელ მასად, რათა ადვილად ჩამოიბანოთ წყლით. 2️⃣წყალზე დამზადებული დასაბანი სითხე როგორც ნახეთ, კანის მოვლის პირველ ეტაპზე იყენებთ ზეთოვან გამწმენდს, რომელიც სახიდან აშორებს მაკიაჟს, ხოლო მეორე ეტაპზე უკვე იყენებთ წყალზე დამზადებულ დასაბან საშუალებებს, რათა კანს მოაცილოს ნებისმიერი ნარჩენი და იდეალურად გაწმინდოს. შესაძლებელია, გამოიყენოთ როგორც დილის, ისე საღამოს რუტინის დროს. დასაბან საშუალებას წაისვამთ სახეზე, წრიული მოძრაობით გადაინაწილებთ და შემდეგ ჩამოიბანთ თბილი წყლით. 3️⃣ ექსფოლიაცია პირველ რიგში, განგიმარტავთ, რომ ექსფოლიაცია კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას ნიშნავს. მათი გამოყენება დასაშვებია კვირაში მაქსიმუმ ორჯერ, რათა კანის ზედაპირი არ დააზიანოს. არსებობს ექსფოლიაციის ორი მეთოდი – ქიმიური და ფიზიკური. ფიზიკური ექსფოლიანტებია სკრაბები, რომელთა შემადგენლობაში არის მცირე ზომის შედარებით უხეში ნაწილაკები, რომელიც სახის ამქერცლავის როლს ასრულებს. ქიმიური ექსფოლიანტები არ შეიცავს სახის ამქერცლავ უხეშ ნაწილაკებს. ამ ტიპის პროდუქტებს ძირითადად თხელი ტექსტურა აქვს, მათ შორის არის სალიცილის მჟავა. როგორც დერმატოლოგები ამბობენ, ქიმიური ექსფოლიანტები სახის კანისთვის ნაკლებად საზიანოა, რადგან უხეშ ნაწილაკებს არ მოიცავს. კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორება იმისთვის არის აუცილებელი, რომ სხვა პროდუქტები, მაგალითად, დამატენიანებლები და აკნეს სამკურნალო საშუალებები უკეთ შეიწოვოს. 4️⃣ტონერები ტონერი არის ერთგვარად წინამოსამზადებელი ეტაპი, ვიდრე სახეზე დამატენიანებელსა და სხვა პროდუქტებს მოიხმართ. გარდა იმისა, რომ ტონერი სახიდან აშორებს ჭუჭყსა და სხვა ნარჩენებს, ასევე ხურავს ფორებს. სასურველია კიტრისა და ალოე ვერას ექსტრაქტით დამზადებული ტონერების მოხმარება. 5️⃣შუალედური ეტაპი მეხუთე ეტაპი არის ერთგვარი შუალედური ტონერსა და კანის კონკრეტული პრობლემის, მაგალითად, აკნეს სამკურნალო საშუალებების გამოყენებას შორის. მეხუთე ეტაპზე შეგიძლიათ, მოიხმაროთ მაგალითად, ჰიალურონის შემცველი პროდუქტები, რაც დაბერების პროცესს ანელებს და ხელს უწყობს კანის კარგად დატენიანებას. 6️⃣ კანის კონკრეტული პრობლემის მკურნალობა მეექვსე ეტაპი არის კანის კონკრეტული პრობლემების მოგვარების ეტაპი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აკნეს მკურნალობა, სახეზე შავი ლაქების წინააღმდეგ ბრძოლა, თვალის გარშემო სიშავეების გაქრობა, პიგმენტური ლაქები და ნაოჭები. 7️⃣სახის ნიღბები სახის კანის კორეული მოვლის მეთოდებში ნიღბებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან ის კანის დატენიანებას უწყობს ხელს და ასევე ხდის უფრო გლუვსა და მბზინვარეს. ასევე მიიჩნევა, რომ ნიღბები კანისთვის მედიტაციის ფუნქციასაც ასრულებს და ამშვიდებს. კორეელები რეკომენდაციას უწევენ კიტრის, მწვანე ჩაისა და ვარდის ექსტრაქტის ნიღბებს 8️⃣თვალის კრემი თვალის გარშემო კანი სახის ყველაზე თხელი და ნაზი ადგილია, რომელსაც რეგულარული მოვლა სჭირდება. თვალის კრემის რეგულარული გამოყენება თავიდან აგარიდებთ სიშავეებს. სახის მოვლის კორეულ მეთოდებში თვალის გარშემო პროდუქტების გამოყენება რუტინის მერვე ეტაპია. 9️⃣დატენიანება ეს არის კანის რუტინის ერთ-ერთი ბოლო და აუცილებელი ეტაპი. თუ ზამთარში ძლიერი დამატენიანებლის გამოყენებაა რეკომენდებული, ზაფხულში დერმატოლოგები შედარებით მსუბუქი დამატენიანებლის გამოყენებას გირჩევენ, განსაკუთრებით ცხიმიანი კანის შემთხვევაში, რადგან ზაფხულში ცხიმი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოიყოფა. თუ ძალიან მშრალი კანი არ გაქვთ, შეგიძლიათ, დამატენიანებლის ნაცვლად, მხოლოდ მზისგან დამცავი გამოიყენოთ, რადგან მზისგან დამცავი კარგი კრემი თავისთავად შეიცავს დამატენიანებელს. კრემის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენ „ესპეეფს“ (SPF) შეიცავს პროდუქტი. 🔟მზისგან დამცავი კორეული რუტინის ბოლო ეტაპი არის მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. მზისგან დამცავი იმ შემთხვევაშიც კი უნდა გამოიყენოთ, თუ მთელ დღეს დახურულ სივრცეში ატარებთ. კორეელები მიიჩნევენ, რომ ეს დაბერებისა და კანის კიბოს პრევენციისთვის აუცილებელია. მზისგან დამცავი, წესით, მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ, რადგან მზე შედარებით სუსტად, მაგრამ მაინც ანათებს ზამთ
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 2 months ago
ზუგდიდელი მებაღის მიერ ინტერნეტით გაყიდული ვარდები.
ზუგდიდელი მებაღის მიერ ინტერნეტით გაყიდული ვარდები. ანზორ ტაბაღუა 61 წლის ზუგდიდელი მებაღეა, რომელიც უეკლო, ჰოლანდიურ ვარდებს 800 კვადრატულ მეტრზე აშენებს. ვარდიების 6000 ძირიდან ოჯახი საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებდა, რაც გულისხმობდა ყოველწლიურად 10 000 ზე მეტი ვარდის გაყიდვას. ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროს სწორად ვარდების გაყიდვა წარმოადგენდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებულმა შეზღუდვებმა შეუძლებელი გახადა საქონლის რეალიზება. ვარდები დაჭკნა ოჯახს კი ახლა მისი გადაყრა უწევს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტაბაღუებმა ვარდების ინტერნეტით გაყიდვა. სოციალურ ქსელში შექმნილია გვერდი : . მომხარებელს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს ვარდები. გვერდი უზრუნველყოფილია 24 საათიანი საკურიერო რეჟიმით. ანზორ ტაბაღუა ამბობს : "ზარალის ანაზღაურებას ვერავის ვთხოვ. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ვარდი ფუფუნების საგანი გახდა. ეს რომ საკვები იყოს, უფასოდ დავარიგებდი."#ზუგდიდი #მებაღე #ვარდი #ინტერნეტმაღაზია #კორონავირუსი #პანდემია #შემოსავალი #პრევენცია #zugdididailyhttps://
Beautyblogs Bymashh
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რატომ ვარდის წყალი?
ვარდის წყალი ტონიკის ნაცვლად. ბევრი სხვადასხვა დანიშნულების გარდა, ვარდის წყალი ტონიკადაც გამოიყენება. შენი კრემებისა და ლოსიონების შემადგენლობაში ვარდის წყალი აუცილებლად იქნება, რადგან ის ბაქტერიული და ინფექციური გამონაყარის საწინააღმდეგო საშუალებაა. ვარდის წყალი ამცირებს ანთებასა და გაღიზიანებას. ასევე ფერიმჭამელებსა და გამონაყარსაც კურნავს. დაასხი რამდენიმე წვეთი ბამბის ფირფიტაზე და წაისვი გაწმენდილ კანზე - შედეგი საუკეთესო იქნება!#ვარდისწყალი #სახისმოვლა #კანისმოვლა Tbilisi