კოვიდინფიცირებულთა მიმღებ კლინიკებს 85 საწოლი დაემატათ

Tbilisi Daily

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად, შესაბამის კლინიკებს 85 საწოლი დაემატა. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 40 ადგილი დაემატა ბოჭორიშვილის სტაციონარს, 40 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ხუთი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკას. ამ ეტაზე კოვიდინფიცირებულთა მისაღებად ჯამში 672 საწოლია მობილიზებული.