გიორგი ვოლსკი დეკლარაციაზე ხელმომწერ ოპოზიციაზე: რამდენიმეა პარტია, დანარჩენი პოლიტიური ინდმეწარმეა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც დღეს ხმების დაცვის დეკლარაციას მოაწერს ხელი, მხოლოდ დესტრუქცია და არეულობის გამოეწვევის სურვილი აერთიანებთ.
მისივე სიტყვებით 30-ზე მეტ ხელმომწერს შორის მხოლოდ რამდენიმეა პოლიტიკური პარტია, დანარჩენი „პოლიტიკური ინდმეწარმეა“
„რაოდენობით ბევრი ჩანან, ამით ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ. მათ გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. ცალკეული მათგანი კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობს და მთავარი მიზანი და მისწრაფება პრაქტიკულად გამოდის, რომ სახელმწიფოში არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება“,- აცხადებს გიორგი ვოლსკი.
მისი სიტყვებით დეკlარაციაზე ხელმომწერები უწინ ერთმანეთს „კრემლის აგენტებს“ ან „დასავლეთის მონებს“ უწოდებდნენ ახლა კი ერთიანდებიან.
„მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაც სწორად შეაფასებს ამ ვითარებას და სწორ არჩევანს გააკეთებს სტაბილურობის სასარგებლოდ“, - აცახდებს გიორგი ვოლსკიმ.
30-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს დეკლარაციას მოაწერა რომლისთაც ისინი, საკუთარი პარტიისა და ერთმანეთის ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე შეთანხმდნენ.
დეკლარაციის მიხედვით, შექმნება ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30799856.html
#ახალი_ამბები
#twitter