ხოშტარია: თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც კოვიდის დამარცხება
Tbilisi Daily
"ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამაყია ოპოზიციით, რომელმაც პარტიული ეგოიზმი გვერდით გადადო და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მიზნით გაერთიანდა. ხოშტარია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს მიმართა.
"დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვატყუებს, თითქოს, ჩვენ გვაქვს არჩევანი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის. თითქოს თავისუფლება ჯანდაცვის ხარჯზე გადის. არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც კოვიდის დამარცხება, არც განვითარება, არც განათლება თავისუფლების გარეშე", - თქვა ხოშტარიამ.