იოზვიაკი: მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილე პირებს სანქციებს დაუწესებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირის ელჩები მომავალ კვირას მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილე პირების სანქცირებას „მწვანე შუქს“ აუნთებენ: „ევროკავშირის ელჩები მომავალ კვირას მხარს დაუჭერენ სანქციების ახალ რეჟიმს, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანებისა და სუბიექტებისათვის სანქციების დაწესებას, რომლებიც მოლდოვაში დესტაბილიზაციას ცდილობენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ, რომ 24 აპრილის შეკრებაზე დაამტკიცონ ჩარჩო [დოკუმენტი]. სახელები ცნობილი მოგვიანებით გახდება“, - წერს იოზვიაკი.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32365076.html

Source: radiotavisupleba.ge