აჭარაში კვლავ გაიზარდა კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა

Batumi Daily

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ 3 პაციენტიდან 2 ბათუმიდანაა ხოლო 1 ქუთაისიდან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი 90 წლის ქალია, ხოლო მეორე 57 წლის ქალი. ორივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 90 წლის ქალს COVID -19 - ის გარდა აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, შოკი, გულის უკმარისობა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნე. "კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა" - წერია უწყების განცხადებაში. რაც შეეხება 57 წლის ქალს, მისი დიაგნოზი იყო კორონავირუსი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ინსულტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: უნივერსალური სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ჯამში ამ დროის მონაცემებით დღეს კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #კორონავირუსი #ბათუმი