მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოსა და კასუმლოში დღეს დილიდან სატვირთო მანქანები შევიდნენ
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142094
მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოსა და კასუმლოში დღეს დილიდან სატვირთო მანქანები შევიდნენ.
აღმამედლოში ამ წუთებში ხალხმრავლობაა, ფერმერები ცდილობენ, რომ სადისტრიბუციო კომპანიას საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაატანონ. პროდუქტების ჩაბარებისას მოსახლეობა არ იცავს სოციალურ დისტანციას.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებმულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ სოფელში არსებული მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების დიდ საფრთხეს ჰქმნის.
წყარო: "რადიო მარნეული"