ქუთაისში კორონავირუსით 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

0
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 56 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 79 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 4. “კლინიკაში გვყავს 79 კოვიდდადებითი, მათგან მძიმეა 4 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კრიტიკულად მძიმე პაციენტი გარდაიცვალა. 56 წლის მამაკაცს კოვიდის გარდა ქრონიკული დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, - განაცხადა მაღლაფერიძემ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#გარდაცვალება
#kutaisidaily
megatv.
0