თურქმენეთში COVID-19-ისგან ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონიისგან 18 ივლისს თურქმენეთში გარდაიცვალა 55 წლის ჰასან მეტკულიევი, ლებაპის ოლქის ფარაპის რაიონის ხელმძღვანელი. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, ეს ინფორმაცია 20 ივლისს დაადასტურა ასევე დამოუკიდებელმა სააგენტო Turkmen.news-მა. წყაროების თანახმად, გარდაცვლილი მოხელის მეუღლეს და მის მოადგილეს ასევე აღმოაჩნდა COVID-19-ის ინფექცია და მკურნალობას თურქმენაბადის საავადმყოფოში გადიან.   იუწყებიან, რომ ამ ინფორმაციის შემდეგ, ოლქში მომუშავე ყველა მოხელისათვის სავალდებულო გახდა კოვიდ-ტესტის ჩატარება. ოფიციალურად თურქმენეთში არ არის დარეგისტრიტებული კორონავირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა, მაგრამ ქვეყანაში სავალდებულოა ქუჩაში და ტრანსპორტში პირბადით სიარული.  მაგრამ რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის კორესპონდენტები და სხვა დამოუკიდებელი მედია საშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყანაშა გაიზარდა პნევმონიით ადამიანების გარდაცვალებულთა რაოდენობა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30738117.html #ახალი_ამბები #twitter