ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც აფთიაქიდან დანის მუქარით 340 ლარი წაიღო - შსს

Batumi Daily

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. დააკავეს, რომელმაც, ფრიდონ ხალვაშის 344 ნომერში აფთიაქი დააყაჩარა. მან დანის მუქარით ფარმაცევტს 340 ლარი გამოსტაცა და ადგილიდან მიიმალა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობის გულიხსმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში