0
ფოტო კახეთიდან. ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ ასე იწყებდა ალუბლის ხე სიცოცხლის ახალ ციკლს. დღეს კი, უკვე მწვანე ფოთლებითა და შევარდისფერებული ნაყოფით აწონებს თავს გავლელებს. სულ მალე წვნიანი, ოდნავ მომჟავო ხილი ნერწყვს მოაყენებს მის ძირში მოთამაშე პატარებს. დიასახლისი კი ქილებს გადმოალაგებს მარნიდან კომპოტის გასაკეთებლად. შემოდგომის მოსვლასთან ერთად ჩამოყრის ხე ბოთლებს და დაიძინებს გაზაფხულის პირველ სხივებთად შეხვედრის მოლოდინით. ასე გაგრძელდება კიდევ მრავალი წელი, სანამ წელში მოხრილი პაპა ცულის ლესვას შეუდგება და მოხუცი ხის გვერდით ორმოს არ ამოჭრის, რათა გამხმარი ხის ნაცვლად ნორჩი ნერგს აჩუქოს ახალი სიცოცხლე.
0