შვილის ცემისა და იარაღით მუქარის ბრალდებით შსს-ს დაცვის პოლიციელი დააკავეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი. მას ბრალად ედება არასრულწლოვანი შვილის ცემა და ცოლისა და შვილის მიმართ იარაღის გამოყენებით მუქარა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა პოლიციელმა 2022 წლის 26 დეკემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის გამოყენებით ცოლსა და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული:
126' მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ მუქარა);
11'-151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ მუქარა).
მას ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მას აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32212263.html
Source: radiotavisupleba.ge