თბილისში ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს ფიზიკური და სიტყვიერი შეუარცხყოფა 1990 წელს დაბადებულმა პირმა მიაყენა. ტრანსგენდერმა ქალმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.  პოლიციამ   გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი, რომელიც პოლიციის თანახმად, მომხდარიდან მალევე დააკავეს.  გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31091451.html #ახალი_ამბები #twitter