დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული. ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ზარის შემთხვევაში შსს-ს მიმართონ, რადგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ისინი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.