თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საკალათბურთო კლუბი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. დუშკო ივანოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში „ბარსელონას“ მოუგო, ანგარიშით 69:67 და ამ გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა „ბასკონიას“ ქართველმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ. მოედანზე გატარებულ 33 წუთში მან 14 ქულა ჩააგდო და 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარებაც მიითვალა. მეოთხე პერიოდში შენგელიამ „ბარსელონას“ ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს მეხუთე პერსონალური მიაღებინა. „ბასკონიას“ რიგებშივე მოთამაშე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეტ ჯენინგმა 8 ქულა ჩააგდო. „ლიგა ენდესას“ საჩემპიონო თასი თორნიკე შენგელიამ ჩაიბარა, როგორც გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა. დაჯილდოვების ცერემონიალზე „ბასკონიას“ ქართველი ლეგიონერი საქართველოს დროშით გავიდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30699269.html #ახალი_ამბები #twitter