კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა   

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა წყარო დადგენილია. -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით ყველა შემთხვევა იმპორტირებულია და პაციენტების საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. დღეს ქვეყანას 6-ი განკურნებული ჰყავს.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 857-ს შეადგენს.