ბათუმში აქტიური თერმოსკრინინგი იწყება, თუმცა აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება - თორნიკე რიჟვაძე 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარისმთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმში აქტიური თერმოსკრინინგიიწყება და ამისთვის ქალაქის ტერიტორიაზეშესაბამისი პუნქტები განთავსდება. თორნიკე რიჟვაძემდღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რეგიონის ცაკეტვაან კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება. ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემეირიდა ჯანდაცვის მინისტრი, ასევედაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ''ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად ბათუმიარის მთავარი და საყურადღებო კერა. ყველა გამოვლენილ შემთხვევაზე ხდება რეაგირება და პროტოკოლით დადგენილი ზომების გატარება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს თერმოსკრინინგიმთელ ქალაქში. მოეწყობა პუნქტები.ეს არ ნიშნავს დამატებითი საკარანტინეღონისძიებების შემოღებას. ბათუმი და აჭარა არ იკეტება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაარ განიხილება. მოქალაქეებს მინდა ვთხოვო, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და მაქსიმალურად შევეცადოთმობილობაიყოს ნაკლები. ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში დინამიკა გამოსწორდება და გვექნება დამაიმედებელი ეპიდემიოლოგიური სურათი'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. დღეს აჭარაში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.