ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთისპირველ საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასის მოსწავლეს დღეს PCR ტესტის შედეგად, კოვიდი დაუდგინდა.
მოსწავლეს სკოლასთან კონტაქტი გუშინ ჰქონდა. როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ფაქტის შესახებ, აჭარის განათლების სამინისტროს უკვე აცნობეს.უახლოეს საათებში ელოდებიან ბრძანებას, კლასის დისტანციურ სწავლების რეჟიმზეგადასვლასთან დაკავშირებით.
მოსწავლის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ ოჯახის ერთ-ერთი წევრია.ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.