საქართველოში კორონავირუსის 1500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 398 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1550 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 494-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 249 465 შემთხვევა. მათგან 235 130 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 2973 ადამიანი. 24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში: 1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23; 2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44; 3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31; 4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25; 5 იანვარი - ახალი შემთხვევა 2316 (ტესტი 14511). გარდაცვლილი 18; 6 იანვარი - ახალი შემთხვევა 1800 (ტესტი 14839). გარდაცვლილი 20; 7 იანვარი - ახალი შემთხვევა 1612 (ტესტი 15492). გარდაცვლილი 28; 8 იანვარი - ახალი შემთხვევა 537 (ტესტი 5265). გარდაცვლილი 34; 9 იანვარი - ახალი შემთხვევა 2058 (ტესტი 18149). გარდაცვლილი 22; 10 იანვარი - ახალი შემთხვევა 1143 (ტესტი 11155). გარდაცვლილი 23; 11 იანვარი - ახალი შემთხვევა 551 (ტესტი 7898). გარდაცვლილი 23; 12 იანვარი - ახალი შემთხვევა 1857 (ტესტი 17795). გარდაცვლილი 24; 13 იანვარი - ახალი შემთხვევა 1618 (ტესტი 19438). გარდაცვლილი 26; 14 იანვარი - ახალი შემთხვევა 1357 (ტესტი 15891). გარდაცვლილი 21; 15 იანვარი - ახალი შემთხვევა 1177 (ტესტი 15205). გარდაცვლილი 26; 16 იანვარი - ახალი შემთხვევა 1236 (ტესტი 15152). გარდაცვლილი 23; 17 იანვარი - ახალი შემთხვევა 780 (ტესტი 9083). გარდაცვლილი 17; 18 იანვარი - ახალი შემთხვევა 110 (ტესტი 4964). გარდაცვლილი 25; 19 იანვარი - ახალი შემთხვევა 1550 (ტესტი 17398). გარდაცვლილი 15.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31051729.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები